loader

გდდ-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გდდ-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - პოლიციის პოლკოვნიკი ბაადურ შენგელია წარუდგინა.

"სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრას, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძეც ესწრებოდა.

ბაადურ შენგელიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.