loader

"ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ..." - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ..." - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ...

ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვინმე ანტონ იოსელიანი, რომელიც საკუთარ თავს „არქიმანდრიტს“ უწოდებს, ამასთან გუშინ მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი გარკვეულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული პიროვნება არ წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია" - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.