"ოცდათერთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრიდან გამომისტუმრეს" - ეკა ნიჟარაძე ინფორმაციას ავრცელებს
მსახიობი ეკა ნიჟარაძე მარჯანიშვილის თეატრიდან გაათავისუფლეს:
"რა სიმბოლურია, რომ მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ეს მშრომელი ქალი ოცდათერთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ (1995-2026) მარჯანიშვილის თეატრიდან გამომისტუმრეს " - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.