ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციებს მართავენ
ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავენ.
ისინი ტაქსის კომპანიებს მიმართავენ და დახმარებას ითხოვენ.
„ტაქსით მომსახურებისას, გამომუშავება ძალიან დაბალია, ჩვენი მუშაობის ხარჯზე ტაქსის კომპანიების მილიონერები გახდნენ. მოვითხოვთ, რომ გადაიხედოს შრომითი პირობები, მოგვეცეს შესაძლებლობა, რათა ჩვენი შრომა დაფასდეს და შესაბამისი ანაზღაურება გვქონდეს. ანაზღაურება გვრჩება ძალიან დაბალი“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.