loader

საქართველოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1.482 მლრდ ლარის ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონებია დალომბარდებული - როგორია სტატისტიკა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1.482 მლრდ ლარის ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონებია დალომბარდებული - როგორია სტატისტიკა?

2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1 482 496 574 ლარის ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონებია დალომბარდებული. ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 40.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ კვარტალში მისო-ებში დალომბარდებული ოქროს მოცულობა 1 055 338 574 ლარს შეადგენდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სებ-ში წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მისო-ებისთვის სალომბარდე კრედიტები ყველაზე შემოსავლიან სეგმენტად ითვლება. მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 72%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მისო-ებს სულ გაცემული აქვთ 2.056 მლრდ ლარის მოცულობის სესხები.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ფიზიკური პირების მიერ მისო-ებში 128.8 მლნ ლარის უძრავი ქონება და 332.4 მლნ ლარის სატრანსპორტო საშუალება დალომბარდდა. განაგრძეთ კითხვა...