loader

ამ წუთებში მარნეულში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში მარნეულში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

მარნეულში პოლიციასა და ფერმერებს შორის დაპირისპირება იყო. აქციაზე მყოფი ფერმერების განცხადებით, მათ ადგილობრივად წარმოებული ბოსტნეულის რეალიზაცია უჭირთ და იძულებულები არიან, რომ პროდუქცია იმაზე იაფად გაყიდონ, ვიდრე პროდუქციის წარმოება უჯდებათ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადეს, რაც სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აქციაზე პოლიციელებმა 2 პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ვიდეო: "ტვ პირველი"