ვრცელდება ფარულად გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს როგორც უსწორდება მომვლელი დემენციით დაავადებულ მოხუცს - საბერძნეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები
მედიაში ვირუსულად ვრცელდება ფარულად გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს როგორც უსწორდება მომვლელი დემენციით დაავადებულ 98 წლის მოხუცს, რის შემდეგაც მამაკაცი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
შემთხვევა საბერძნეთში კუნძულ ხიოსზე მოხდა.
ოჯახმა ეჭვი მას შემდეგ აიღო, რაც კაცს სახეზე სისხლჩაქცევა შეამჩნიეს. მიუხედავად იმისა, რომ დმომვლელი ამბობდა, რომ ის თავის საქმეს იდეალურად ასრულებდა და კამერების დაყენება არ აშინებდა, რეალობა გაცილებით სასტიკი აღმოჩნდა.
ერთ საღამოს, მოხუცის შვილიშვილმა შემთხვევით შეამოწმა ჩანაწერი და დაინახა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: 70 წლის მომვლელი ცდილობდა მოხუცისთვის ხელები ხალათის ქამრით დაება, წინააღმდეგობის გაწევისას კი მას თავში გამეტებით სცემდა, თმასა და ყურებს ქაჩავდა.