ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი მარნეულში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მარნეულში მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 10 წლის ბავშვს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ქუჩაში გადაადგილდებოდა. როგორც ცნობილია, ავარიაში მონაწილე მძღოლმა მოზარდი კლინიკაში თავად გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.