საპატრიარქო კანდიდატების ვინაობა ცნობილია - ანდრია ჯაღმაიძის განცხადება
წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი.
ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
სინოდის სხდომა დასრულებულია.