loader

დონალდ ტრამპი თავდამსხმელის დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელდება - ვინ არის დაკავებული და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპი თავდამსხმელის დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელდება - ვინ არის დაკავებული და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

ვა­შინგტონ­ში, სას­ტუმ­რო "ჰილ­ტონ­ში" ვახ­შმის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია 31 წლის კა­ლი­ფორ­ნი­ე­ლი მა­მა­კა­ცი, კოულ ტო­მას ალე­ნი. ცნო­ბის­თვის ამ ვახ­შამს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი და პირ­ვე­ლი ლედი - დო­ნალდ და მე­ლა­ნია ტრამ­პე­ბი, ასე­ვე აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღა­ლი რან­გის პი­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ცნო­ბი­ლია, რომ თავ­დამ­სხმე­ლი არის კა­ლი­ფორ­ნი­ის ქა­ლაქ ტო­რან­სი­დან. წარ­სულ­ში მუ­შა­ობ­და რე­პე­ტი­ტო­რად, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რის რე­პე­ტი­ტო­რად - ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. ის საკ­მა­ოდ მძი­მედ იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი - ჰქონ­და ორი ცე­ცხლსასრლი ია­რა­ღი და ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დანა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ექ­ვსჯერ გა­ის­რო­ლა.აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა მას უწო­და "ძა­ლი­ან შეშ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნი“ და "გიჟი“. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ალე­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად. და­კა­ვე­ბი­სას ის არ და­შა­ვე­ბუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტივს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ტი­ვი ამ ეტაპ­ზე და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის. ტრამპმა მომ­ხდა­რი შე­ა­ფა­სა რო­გორც "მისი მკვლე­ლო­ბის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა". თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ხაზ­გას­მით მი­უ­თი­თე­ბენ, რომ თავ­დას­ხმის კონ­კრე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის.

თავ­დამ­სხმე­ლის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დო­ნალდ ტრამპმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.