loader

სუს-ის მიერ დაკავებული მაღალჩინოსნის ვინაობა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუს-ის მიერ დაკავებული მაღალჩინოსნის ვინაობა ცნობილია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანი ვაკო ბიძიშვილია.

ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, მას ბრალად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი“,- ნათქვამია განცხადებაში.