მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ელისო ჯარიაშვილს და მის მიერ მოწვეულ, ლაშა ფარულავას ჰქონდათ უმაგრესი გადაცემა "ფორმულაზე" ენერგეტიკის საკითხებზე.
2005 წელს, მე მთლიანად ჩამოვაშორე საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება. ივანიშვილმა არა მხოლოდ დაგვაბრუნა რუსეთის ენერგეტიკულ უღელში, არამედ ორჯერ გააძვირა ხალხისთვის ტარიფი საკუთარი ბიტკოინების გამომუშავებისთვის (ეს არის სქემა, რაც მას დაულაგა აფერისტმა ბაჩიაშვილმა). ივანიშვილმა შეაჩერა ყველა მსხვილი ჰესის მშენებლობა და რაც მთავარია შეაჩერა პრეზიდენტ სარკოზის მხარდაჭერით, ჩემს მიერ დაწყებული მოლაპარაკებები ფრანგულ ენერგოგიგანტ "არევასთან", საქართველოში სრულიად უსაფრთხო, თანამედროვე ატომური ელექტრო სადგურის მშენებლობაზე.
დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტის გარეშე შეუძლებელია შემდგომი განვითარება და საქართველოს შემთხვევაში, ამას არსებულზე სამჯერ მეტი დენი სჭირდება. მხოლოდ ატომური ელექტროსადგური შეძლებდა ამის უზრუნველყოფას. რომ არა ქოციანობა ეს ელექტროსადგური მაქსიმუმ 2019 წელს შევიდოდაექსპლუატაციაში," - წერს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან.