loader

"მამაკაცი ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით" - ვრცელდება დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამაკაცი ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით" - ვრცელდება დაკავების კადრები

შინაგან საქმეთა სამინსიტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ

ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე -1964 წელს დაბადებულ ლ.ა.-ზე. ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ა. ბრალდებულის სახით

დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.