"მისი მოულოდნელი განთავისუფლება მხოლოდ ერთი რამით შეიძლება აიხსნას..." - როგორ ეხმაურება რომან გოცირიძე მთავრობაში საკადარო ცვლილებებს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე მთავრობაში საკადრო ცვლილებას ეხმაურებ. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - აღნიშნულ თანამდებობას კი, მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა.
რაც შეეხება შს მინისტრის პოსტს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ პოზიციას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.
"როდესაც რაკეტის სიჩქარით რიგითი ჯარისკაციდან გენერალ-ლეიტენანტის წოდებამდე აღგაზევებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ მოხსნას უპირებდა, არამედ ძალიან დიდხანს დატოვებას გეგმავდა ის ბრძენი კაცი მდინარაძის სუსის უფროსად. მისი მოულოდნელი განთავისუფლება მხოლოდ ერთი რამით შეიძლება აიხსნას-სპონტანურობით. ამ სპონტანურობის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდი სიზმარი, გამოუძინებლობა, ყურში ჩაჩურჩულებული თუ ჩაწვეთებული ჭორი ან ირაციონალური შიშები. თუ ძალიან მოვინდომებთ და რაციონალურ ახანას შევეცდებით, ალბათ, მთლად ისე ვერ შეუსრულა რაღაცა, როგორც უნდოდა.ზოგადად, ივანიშვილი ძალოვნებად პოლიტიკიდან მოსულ პირებს არ სწყალობს, უფრო ოფიცრული “ზაკალკის” ხლხი ურჩევნია. ეტყვი რაღაცას, გიპასუხებენ-არის.მოკლედ, დღეს მორიგი ანრიოხანიზაციის შემსწრე გავხდით," - წერს რომან გოცირიძე.