loader

ბრიფინგი სუს-ში - ვინ დააკავა უწყებამ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიფინგი სუს-ში - ვინ დააკავა უწყებამ?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ორი პირი - ერთი უცხო ქვეყნის, მეორე კი საქართველოს მოქალაქე დააკავა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივი სპეციალური ღონისძიება ჩატარდა.

მაღრაძის განმარტებით, დაკავებული პირები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდნენ და ერთგულების ფიცი დადეს. ამასთან, ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად.