რას ამბობს ნარიმანის მრევლი გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს რომ მამაოსთან ექიმი არ შეუშვეს
„ბერს არ უნდა ჩაუტარდეს გაკვეთა, არ შეიძლება, ამის გამო მოვითხოვეთ, რომ ექსპერტიზა არ გვინდა... მამა ნიკოლოზი წლების განმავლობაში შიმშილობდა, სკამზე ეძინა, ლოგინზე არ იძინებდა, ეს თავისი მოღვაწეობის ფორმა იყო... 9 აპრილს, ძალიან დაუძლურებული გამოვიდა მრევლთან, შემდეგ მივიდა მალხაზ ჯინორია ექიმთან ერთად და ხალხმა, რომელიც იქ იდგა ფიქრობდა, რომ არ უნდა შეეშვათ მალხაზ
ჯინორია და არ შეუშვეს. შემდეგ როგორ იყო მამაოს მდგომარეობა შიგნით ჩვენ არავინ ვიცით... რა თქმა უნდა, უნდა შეეშვათ ექიმი... ეს იყვნენ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა რომ მამა ნიკოლოზთან არ უნდა შეეშვათ ექიმი და მალხაზ ჯინორია" - ამბობს ფორმულასთან ბერი ნიკოლოზის მრევლი.