"ნელა, რას აკეთებ, ხელი გაწიე" - ხმაური და დაპირისპირება ბერი ნიკოლოზის სახლთან - რას ითხოვს მრევლი?
ხმაური და დაპირისპირებაა ბერ ნიკოლოზის სახლთან.
მრევლი ბინაში შეშვებას ითხოვს.
ცნობისთვის, ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.