loader

უხერხული მომენტი - ემანუელ მაკრონისა და ჯორჯია მელონის ჩახუტების კადრები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უხერხული მომენტი - ემანუელ მაკრონისა და ჯორჯია მელონის ჩახუტების კადრები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა პა­რიზ­ში იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯორ­ჯია მე­ლო­ნის უმას­პინ­ძლა. შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა ირა­ნი­სა და ჰორ­მუ­ზის სრუ­ტის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­ნი­ხი­ლეს.

შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში სხვა მი­ზე­ზით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი - ლი­დე­რე­ბის უჩ­ვე­უ­ლო ჩა­ხუ­ტე­ბას ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხე­უ­ლის ენი­სა და მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ დის­კუ­სია გა­მო­იწ­ვია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საფ­რან­გეთ­მა და დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ჰორ­მუ­ზის სრუ­ტე­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­აჟ­ღე­რეს. რო­გორც ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა და ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, კირ სტარ­მერ­მა გა­ნა­ცხა­დეს, იგეგ­მე­ბა მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი მი­სი­ის შექ­მნა, რომ­ლის მი­ზა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზღვაო მარ­შრუ­ტის დაც­ვა იქ­ნე­ბა.

ლი­დე­რე­ბის თქმით, მი­სია თავ­დაც­ვი­თი ხა­სი­ა­თის იქ­ნე­ბა და რე­გი­ონ­ში მხო­ლოდ გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ გან­თავ­სდე­ბა. ინი­ცი­ა­ტი­ვა პა­რიზ­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს გა­მო­ით­ქვა.

იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯორ­ჯია მე­ლო­ნიმ, რო­მე­ლიც შეხ­ვედ­რას პი­რა­დად და­ეს­წრო, გა­ნა­ცხა­და, რომ იტა­ლია მზად არის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბა.