loader

დაძაბული ბრძოლა და დამატებით დროში მოპოვებული გამარჯვება - კარიერაში მეორედ, ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაძაბული ბრძოლა და დამატებით დროში მოპოვებული გამარჯვება - კარიერაში მეორედ, ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია

ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი (73 კგ) ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე სა­შე­ჯიბ­რო დღეს ქარ­თველ­მა ძი­უ­დო­ის­ტმა ფი­ნალ­ში ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ჰი­და­ი­ათ ჰე­ი­და­რო­ვი და­მა­ტე­ბით დრო­ში ში­დო­ე­ბით და­ა­მარ­ცხა.

ლა­შას კა­რი­ე­რა­ში ეს უკვე მე­ო­რედ მო­გე­ბუ­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია. პირ­ვე­ლი ოქრო 2013 წელს ბუ­და­პეშ­ტში გა­მარ­თულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე -66 წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ი­გო.რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ასე­ვე ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა. ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ფი­ნალ­ში ის­რა­ე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ ტინმნა ნელ­სონ ლე­ვის შეხ­ვდა და ბოლო 20 წამ­ში ბრძო­ლა ულა­მა­ზე­სი იპო­ნით მო­ი­გო.

ცნო­ბის­თვის, ძი­უ­დო­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი - თბი­ლი­სის ოლიმ­პი­უ­რი სა­სახ­ლე მას­პინ­ძლობს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ან­გა­რიშ­ზე სამი მე­და­ლია, ორი ოქრო და ერთი ვერ­ცხლი, რო­მე­ლიც გუ­შინ გი­ორ­გი სარ­და­ლაშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა.