loader

"მო­სახ­ლე­ებ­მა ეს არ იცი­ან... სტიქიური პროცესები უფრო გახშირდება, რისკის ზონაში 110 თემია" - გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მო­სახ­ლე­ებ­მა ეს არ იცი­ან... სტიქიური პროცესები უფრო გახშირდება, რისკის ზონაში 110 თემია" - გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე საზოგადოებას აფრთხილებს

მას შემ­დეგ, რაც კურ­სებ­ში ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა სახ­ლე­ბი და­ან­გრია, სო­ფე­ლი მე­წყერ­სა­შიშ ზო­ნად გა­მო­ცხად­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებს, ვი­ნა­ი­დან ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­იც­ვა­ლოს და ჯერ კი­დევ და­უ­ხეთ­ქავ მი­წას ახა­ლი, უფრო მას­შტა­ბუ­რი ნაპ­რა­ლე­ბი გა­უჩ­ნდეს. სოფ­ლის 58 ოჯა­ხი, რო­მელ­თაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეკო­მიგ­რან­ტის სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭე­ბენ, ამ­ბობს, რომ თან­ხა, რო­მელ­საც მათ ახა­ლი სა­ცხოვ­რებ­ლის შე­სა­ძე­ნად აძ­ლე­ვენ, არ კმა­რა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ არის მე­წყრუ­ლად აქ­ტი­უ­რი ზო­ნე­ბი და მო­სახ­ლე­ებ­მა ეს არ იცი­ან. მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის რის­კის ზო­ნა­ში 120 თე­მია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. კვლე­ვა შარ­შან დამ­თავ­რდა, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დად­გე­ნა­ში შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბა დაგ­ვეხ­მა­რა", - ამ­ბობს გა­რე­მოს დამ­ცვე­ლი, "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნინო ჩხო­ბა­ძე:

- დიდი რის­კის შემ­ცვე­ლია ცენ­ტრა­ლურ კავ­კა­სი­ონ­ზე, მცი­რე კავ­კა­სი­ონ­ზე, სა­ში­ში სი­ტუ­ა­ცი­აა აჭა­რა-თრი­ა­ლე­თის ქედ­ზე და სხვა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოა მო­ცუ­ლი. მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბის ფაქ­ტო­რი მა­ღა­ლია, წვი­მე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რია.

ერთ ჯერ­ზე იმ­ხე­ლა ნა­ლე­ქი მო­დის, რამ­დე­ნიც მთე­ლი კვარტლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მო­ვი­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დებს და სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი თან­და­თან უფრო გახ­შირ­დე­ბა.

არის ძა­ლი­ან სა­ში­ში და ე.წ. სტა­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­წყრუ­ლი ზო­ნე­ბი, რო­გო­რიც იყო კურ­სე­ბის მე­წყე­რი, სა­დაც 150 წელი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, იქ მო­სახ­ლე­ო­ბა და­სახ­ლდა და როცა მე­წყე­რი წა­მო­ვი­და, ამის გამო 40 ოჯა­ხი უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა. ეს არის ე.წ. სტა­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­წყე­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ვი­და სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­დან და ხან­გრძლივ­მა ნა­ლე­ქებ­მა ხელი შე­უ­წყო მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის და­წყე­ბას. იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია გვაქვს ხა­რა­გა­ულ­ში, მარ­თა­ლია, იქაც ადა­მი­ა­ნის ხელი ურე­ვია, მაგ­რამ არ იქ­ნე­ბო­და, რომ არა მყი­ფე მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია კლი­მა­ტის გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბით.

- პრე­ვენ­ცი­ის­თვის რა უნდა გა­კეთ­დეს? ამ ზო­ნე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის გა­სახ­ლე­ბა, ალ­ბათ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია...

- რის­კის ზო­ნა­ში 110 თე­მია, 47 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი თე­მე­ბი და რამ­დე­ნა­დაც ვიცი, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო პროგ­რა­მა და აპი­რებს მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას. მო­სახ­ლე­ო­ბის გა­სახ­ლე­ბა დიდი ხა­ნია და­წყე­ბუ­ლია. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. როცა ძა­ლი­ან დი­დია რის­კი, ოჯა­ხებს აფრ­თხი­ლე­ბენ, მო­სახ­ლე­ო­ბა გა­დის რის­კის ზო­ნი­დან და ეძებს ტე­რი­ტო­რი­ას, სად შე­იძ­ლე­ბა და­სახ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო­ში ეს სა­კი­თხი არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი - მა­გა­ლი­თად, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ხა­რა­გა­უ­ლი­დან გა­ა­სახ­ლეს, ფარ­თო­ბე­ბი უნდა გა­მო­ე­ყოთ სახ­ლე­ბის ასა­შე­ნებ­ლად, მაგ­რამ დღემ­დე სა­დღაც არი­ან შე­ყუ­ჟუ­ლი. ეს დიდი პრობ­ლე­მაა, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხი სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე გა­და­წყდეს. კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი ან პრე­მი­ე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად