loader

ხატია დეკანოიძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხატია დეკანოიძე განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"სოციალურ ქსელში განწყობები ალგორითმებს მართავს და პირიქით. ამიტომ საერთო, ოპტიმისტური განწყობის ტალღას მნიშვნელობა აქვს. სტრატეგიულად და რაციონალურად.

არ არის საჭირო ერთმანეთის დამუნათება, ადამიანების ჩამოხსნა აქტუალობიდან და მათი დადანაშაულება ავტოკრატიის წინააღმდეგ არასაკმარის ძალისხმევაში.

გვახსოვდეს, რომ მაგიარი პოლიტიკურ ვაკუუმში არ გაჩენილა.

ყველა მაგიარი ვერ იქნება. ორაბანის 16 წლიანი მმართველობის პირობებში არსებობდნენ ადამიანები, ვინც სისტემას ეწინააღმდეგებედონენ, ჟურანალისტები, ვინც იძიებდნენ კორუფციას, პოლიტიკოსები, ვინც საკუთარ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებდნენ. ეს ხალხი არსებობდა, აკეთებდა თავის საქმეს და სწორედ მათ შექმნეს ავტოკრატიის ჩამოშლის წინაპირობა ძლიერი ლიდერისთვის.

არ დაგვავწიყდეს, რომ ჩვენს შორის არსებობენ ადამიანები, ვინც წლების მანძილზე რეპრესიებს უძლებდნენ, პოლიტიკოსები, ვინც საკუთარი სხეული და თავისუფლება დათმეს, ჟურნალისტები, ვინც იძიებენ კორუფციას და ივანიშვილის დანაშაულებებს, ადამიანები, ვინც არ გაჩერებულან და უზარმაზარი რისკის ფასად ქვეყნიდან არ წასულან.

ჩვენ გვყავს ერთმანეთი და ვიცნობთ ამ ადამიანებს.

ვაგრძელებთ შრომას სისტემის ჩამოსაშლელად." - წერს ხატია დეკანოიძე.