"ამაზე მეტად თავზარდამცემი რა უნდა გაგვეგო..." - მარტვილის საფეხბურთო აკადემია საზოგადოებას მიმართავს
მარტვილის საფეხბურთო აკადემია საზოგადოებას დახმარებას სთხოვს - აკადემიის ფეხბურთელს ერასტო სმირნოვს (მიქავა) მარცხენა ფეხის ბარძაყის მიდამოს რბილ ქსოვილებში დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე.
"ამაზე მეტად თავზარდამცემი რა უნდა გაგვეგო მარტვილის საფეხბურთო აკადემიას.
ჩვენი აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე პრესპექტიული ფეხბურთელი, ერასტო სმირნოვი (მიქავა) რომელმაც რამოდენიმე წელი გაატარა და იცხოვრა ჩვენს აკადემიაში დღეს არის უმძიმეს განსაცდელში.
მას მარცხენა ფეხის ბარძაყის მიდამოს რბილ ქსოვილებში დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე და აუცილებელია ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად ძალიან სწრაფად მოხდეს მისი სამკურნალოდ გადაყვანა საზღვარგარეთ.
მისმა ოჯახმა 14 წლის ბიჭი მოიყვანა ჩვენს აკადემიაში და მას შემდეგ წლებია ერთად მოვდივართ, გადაჭარბების გარეშე შეგვიძლიათ ვთქვათ რომ ერასტო სმირნოვი ჩვენს აკადემიაში ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული და შესამჩნევი ფეხბურთელი იყო.
მოგმართავთ ყველას:
ჩემი აკადემიის სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს, უშუალოდ ერას თანაგუნდელებს, ჩვენს კოლეგებს,
საფეხბურთო სკოლებს, პროფესიონალურ კლუბებს და ფეხბურთის სფეროში მომუშავე ადამიანებს და სრულიად ქართულ საფეხბურთო ოჯახს, გთხოვთ გავერთიანდეთ და გვერდით დავუდგეთ ერთ ქართველ ძალიან მაგარ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც მხოლოდ ფეხბურთის უდიდესი სიყვარულით ცხოვრობდა, ხოლო დღეს კი სიცოცხლის გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.
ოჯახს მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ფინანსური სახსრები არ გააჩნია და უმორჩილესად გთხოვთ ვისაც რისი საშუალება გვაქვთ დავეხმაროთ, რადგან ეხლა დროს მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მჯერა ქართული საფეხბურთო ოჯახის ერთიანობით ჩვენ შევძლებთ მის თანადგომას და ამ ვერაგ დაავადებას არ დავუთმოთ ერას სიცოცხლეს.
პირადი ნომერი:
#62902021241
თიბისის ბანკის ანგარიში:
#GE41TB7871945064300036
საქართველოს ბანკი ანგარიში:
#GE20BG0000000580766513
მიმღები: ერასტო სმირნოვი (მიქავა)" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.