loader

"როგორ გაარკვიოს ხალხმა ლიდერი, როცა ოპოზიციური სპექტრი მრავალი წლის განმავლობაში ხალხს არაფერს ეკითხებოდა, ისე “უნიშნავდა”რომელიმე ბელადის ან ოლიგარქის მორჩილ “ლიდერებს”? - რას წერს თამარ ჩერგოლეიშილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ გაარკვიოს ხალხმა ლიდერი, როცა ოპოზიციური სპექტრი მრავალი წლის განმავლობაში ხალხს არაფერს ეკითხებოდა, ისე “უნიშნავდა”რომელიმე ბელადის ან ოლიგარქის მორჩილ “ლიდერებს”? - რას წერს თამარ ჩერგოლეიშილი

"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ერთი გამაერთიანებელი ლიდერი გვინდა”-ზე. ერთი ლიდერი კი არ გვინდა! მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებზე თავისუფალი საუბარი გვინდა და ამ თავისუფალ საუბარში ხალხი თავისით გაარკვევს, ერთი ლიდერი უნდა, თუ 27!

როგორ გაარკვიოს ხალხმა ლიდერი, როცა ოპოზიციური სპექტრი მრავალი წლის განმავლობაში ხალხს არაფერს ეკითხებოდა, ისე “უნიშნავდა”რომელიმე ბელადის ან ოლიგარქის მორჩილ “ლიდერებს”?

რამდენი ეთერიც არ უნდა უყიდოს ხაზარაძემ პირობით დათუნაშვილს, როგორ გახდება ის ლიდერი, თუ ბუნებრივად არ არის ლიდერი? როგორ უნდა გამოიკვეთოს ლიდერი “დარასკლადებულ” ეთერებში სადაც დროს ხალხის ინტერესების მიხედვით კი არ გაძლევენ, დონორი ყიდულობს და ერთი კაცის ახირებებს ერგება? სანამ ოპოზიციურ ველზე თანასწორი მოედანი არ იქნება ხალხის პრობლემებზე სამსჯელოდ, ლიდერშიფის კრიზისი გაგრძელდება. საბედნიეროდ ტელევიზიებად წოდებული ოლიგარქიული სათბურების გავლენა სუსტდება და მათ ბოლომდე გაპარტახებაზეა დამოკიდებილი ლიდერშიფის კრიზისის გადაწყვეტა," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.