loader

“ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია” – ყაზბეგის მერია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია” – ყაზბეგის მერია განცხადებას ავრცელებს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს.

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ სოფელ კარკუჩის საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

სპეციალისტების მიერ ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება მოძრაობა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.