loader

გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"უნგრეთის არჩევნები რეალურად უმნიშვნელოვანესი გლობალური ხასიათის მოვლენაა.

ახლა ტრამპსაც და პუტინსაც მოუწევთ მთელი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის რადიკალურად გადახედვა, რადგან მათი “ტროას ცხენი” განადგურებულია.

ნუ, კობახიძე რომ ბეწვზე დაეკიდა, ამას თქმაც აღარ უნდა.

P.S. როდესაც ტრამპის და პუტინის მიერ ორბანის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამას შეთანხმებულად აკეთებდნენ.

სინამდვილეში, ორივე იყენებდა მას ევროპაზე ზეწოლისთვის, მაგრამ მათი მიზნები განსხვავებული, შეიძლება ითქვას, ურთიერთგამომრიცხავი იყო." - წერს გია ხუხაშვილი.