loader

აშშ აცხადებს რომ ირანის საზღვაო ბლოკადა დღეს დაიწყება - როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას კონფლიქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ აცხადებს რომ ირანის საზღვაო ბლოკადა დღეს დაიწყება - როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას კონფლიქტზე?

მას შემ­დეგ, რაც აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ამ, ვიცე-პრე­ზი­დენტ ჯეი დი ვენ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ვერ შეძ­ლო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ვა­შინგტონ­სა და თე­ი­რანს შო­რის ომის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს მო­რი­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გან­სა­ზღვრა მო­უხ­და.

აშშ-ის ცენ­ტრა­ლურ­მა სარ­დლო­ბამ (CENTCOM) გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ორ­შა­ბათს ღა­მით ირა­ნის სა­ზღვაო ბლო­კა­და და­ი­წყე­ბა.

“აშშ ირა­ნის პორ­ტებ­ში შე­მა­ვა­ლი და იქი­დან გა­მო­მა­ვა­ლი გე­მე­ბის ბლო­კი­რე­ბას 13 აპ­რილს, აღ­მო­სავ­ლე­თის დრო­ით 10:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყებს“, - წერს ტრამ­პი Truth Social-ზე.ამას­თან, აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ცენ­ტრა­ლურ­მა სარ­დლო­ბამ (CENTCOM) გა­ნა­ცხა­და, რომ ბლო­კა­და ყვე­ლა ქვეყ­ნის გემ­ზე გავ­რცელ­დე­ბა, “რომ­ლე­ბიც შე­დი­ან ირა­ნის პორ­ტებ­სა და სა­ნა­პი­რო ზო­ნებ­ში, კერ­ძოდ, სპარ­სე­თი­სა და ომა­ნის ყუ­რე­ში მდე­ბა­რე ირა­ნის პორ­ტებ­ში ან იქი­დან გა­მო­დი­ან“.

“CENTCOM-ის ძა­ლე­ბი არ შე­ა­ფერ­ხე­ბენ იმ გე­მე­ბის თა­ვი­სუ­ფალ ნა­ვი­გა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც ჰორ­მუ­ზის სრუ­ტეს გა­დი­ან არა­ი­რა­ნუ­ლი პორ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან მათი და­ტო­ვე­ბის მიზ­ნით“, - აცხა­დებს აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბა. განაგრძეთ კითხვა