"-არ ვღელავ, - რატომ უწევთ ხმას?" - კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, კამათის ფონზე მიმდინარეობს ფრაქცია “საქართველოსთვის“ კანონის პროექტის განხილვა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
საკითხი დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა წარადგინა. როგორც ხორგუანმა განმარტა, დაახლოებით 7 810 საჯარიმო ოქმია გამოწერილია, რაც დაჯარიმებული პირებისთვის, მათი ოჯახებისთვის დიდი წნეხია და მათ ამ წნეხისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
ხორგუანმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ფრაქცია “საქართველოსთვის“ ინიციატივის მიღება შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ არსებული პოლარიზაცია შემცირდეს. ხორგუანმა აქვე დასძინა, რომ აქეთკენ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას მან, ვისაც მეტი ძალა გააჩნია.