loader

გაფრთხილება ამინდის შესახებ! - როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 აპრილამდე საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაფრთხილება ამინდის შესახებ! - როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 აპრილამდე საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

„9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.