გადაწყვეტილებები, რომლებიც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოქალაქეებს მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას და განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაციაც.