ბრიფინგი შსს-ში - სპეცოპერაციების შედეგად, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს: დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი?
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ ექვს პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.