პროკურატურა ვიდეოს ავრცელებს - "დაკავებულმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა უკანონოდ შეინახა და გაავრცელა"
საქართველოს პროკურატურამ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი
ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.