აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც საქართველოდან გუშინ გააძევეს, ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც საქართველოდან გუშინ გააძევეს, ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფება. ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა აზერბაიჯანის ხელისუფლების გეგმა - გარკვეული დროის შემდეგ მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის „შეკერვა“ იყოს.