loader

"ბინის კარის შემტვრევას ცდილობდნენ, მას შემდეგ, რაც კარი არ გააღო, მასზე ფიზიკურად იძალადეს... კამერის ჩანაწერები წაშალეს, თუმცა, წაშლამდე ზოგიერთი კადრის შენახვა მოვასწარი" - რას წერს და რა ვიდეოს ქვეყნებს აფგან სადიგოვის მეუღლე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბინის კარის შემტვრევას ცდილობდნენ, მას შემდეგ, რაც კარი არ გააღო, მასზე ფიზიკურად იძალადეს... კამერის ჩანაწერები წაშალეს, თუმცა, წაშლამდე ზოგიერთი კადრის შენახვა მოვასწარი" - რას წერს და რა ვიდეოს ქვეყნებს აფგან სადიგოვის მეუღლე?

"ცოტა ხნის წინ საქართველოს პოლიცია ჩემი მეუღლის, აფგან სადიგოვის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. თავდაპირველად ბინის კარის შემტვრევას ცდილობდნენ და კარის გაღებას მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც აფგანმა კარი გააღო, მასზე ფიზიკურად იძალადეს და ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მოგვიანებით სათვალთვალო კამერა გამორთეს და ჩანაწერები წაშალეს, თუმცა, წაშლამდე ზოგიერთი კადრის შენახვა მოვასწარი“ - ამის შესახებ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის მეუღლე სევინჩ სადიგოვა წერს და კამერის ჩანაწერებს აქვეყნებს.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით­ ინფორმაცია გაავრცელა.

შსს-ს განმარტავს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით, სოციალურ ქსელში "პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის" დააკავეს.

უწყების თანახმად, სადიგოვს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.