loader

რატომ შეფერხდა მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა და რამდენ ხანში აღდგება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ შეფერხდა მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა და რამდენ ხანში აღდგება?

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.

კერძოდ, მატარებელი მოძრაობენ ზონალურად, მეტრო მგზავრებს ემსახურება მეტეოსადგურ “ვარკეთილიდან” “სადგურის მოედნამდე”.

“მეტროსადგურ “დიდუბეში” დაზიანდა მატარებელი. ამის გამო შეფერხებული გვაქვს მოძრაობა პირველ ხაზზე. მატარებელი მოძრაობენ ზონალურად, მგზავრებს ვემსახურებით მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “სადგურის მოედნამდე”. “სადგურის მოედნიდან” “ახმეტელის სადგურამდე” კი შეფერხებულია”, - აღნიშნავენ სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ცნობით, მოძრაობის სავარაუდო აღდგენის დრო, 1 საათია.