რა განაცხადა ჟურნალისტებთან მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომელმაც სინოდის სხდომა უკვე დატოვა?
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის განცხადებით, მართვა-გამგეობის დებულებაში არაფერი არ შეიცვლება, რადგან ამ ცვლილებას გაფართოებული კრება სჭირდება.
მიტროპოლიტის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, კერძოდ, შეუძლია თუ არა 70 წლის ადამიანს დააყენოს კანდიდატურა, დღევანდელ სინოდზე დადგენილება არ მიუღიათ.
„ჯერჯერობით არაფერი [დადგენილა], ეს იქნება სამსჯელო საკითხი, კიდევ უნდა შევიკრიბოთა აუცილებლად“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
„სინოდის სხომაზე მღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო და საორგანიზაციო. დადგენილებაში არაფერი არ შეიცვლება, ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს გაფართოებული კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მისივე განცხადებით, გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
ვიდეო: "რადიო თავისუფლება"