როდის იწყება ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია და რა სიახლეები ელოდებათ მომავალ სტუდენტებს? - აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სულ მცირე 3 პროფესიული მიმართულების არჩევა შეეძლება
ორშაბათიდან გაიხსნება სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც აბიტურიენტებს 11 მაისის 18:00 საათამდე მისცემს შესაძლებლობას, დარეგისტრირდნენ ეროვნულ გამოცდებზე და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში მათ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ, სულ მცირე, 3 პროფესიული მიმართულება, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული სექტორის განვითარებისთვის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბათუმში, ღია კარის დღეზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, პროფესიულ სასწავლებლებში იქნება 10 600 უფასო ადგილი, ჯამში კი, წელს, უმაღლესი სასწავლებლების ჩათვლით, სახელმწიფო 32 ათასზე მეტ ადგილს დააფინანსებს.