სენაკში, მეორე დღეა, 17 წლის ბიჭს ეძებენ
სენაკში, მეორე დღეა, დაკარგულ 17 წლის ბიჭს, ნიკა გადელიას ეძებენ.
როგორც „მთავარ ამბებს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ბიჭი სახლიდან გუშინ, 1 აპრილს გავიდა.
„ძმამ ნახა… ასე უთხრა: "მაღაზიაში ვიყავი და ახლა სახლში მივდივარო", მაგრამ სახლში არ დაბრუნებულა და კვალი იკარგება“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.
მათ არანაირი ვერსია არა აქვთ, სად შეიძლებოდა წასულიყო მოზარდი.
საქმეში ჩართულია პოლიცია.