loader

ცნობილია ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული პოლიციელის ვინაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული პოლიციელის ვინაობა

ქალაქ ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი, 52 წლის პოლიციელი, ინგა ყაველაშვილია.

ღუპული წარმოშობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდან იყო და ყვარლის პოლიციაში მუშაობდა

.არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს, სატვირთო ავტომობილმა მართვა დაკარგა, მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იმყოფებოდა.

მიღებული დაზიანებების შედეგად, ყაველაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: "მთავარი ამბები კახეთიდან"