"სიტყვა, რომელიც თქვი, მე მოვისმინე ეთერიდან, რომ ეპისკოპოსი, რომელიც ხმას არ მისცემს მეუფე შიოს, არის მოღალატე, არასწორია" - რა უთხრა მამა ალექსანდრე გალდავამ "უცნობს" გადაცემაში
"სიტყვა, რომელიც თქვი, მე მოვისმინე ეთერიდან, რომ ეპისკოპოსი, რომელიც ხმას არ მისცემს მეუფე შიოს, არის მოღალატე, არასწორია. არცერთი ეპისკოპოსი, რომელიც არ მისცემს მეუფე შიოს ხმას, არ არის მოღალატე. ჩვეულებრივი ეპისკოპოსია და ღვთისმოყვარული ადამიანია," - უთხრა მამა ალექსანდრე გალდავამ გია გაჩეჩილაძეს (უცნობი)
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, გაჩეჩილაძემ (უცნობი), თავის გადაცემაში განაცხადა, "ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა [მოსაყდრე] შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები."