"მინდოდა ახლოს მისვლა, მეგრულად რომ მეთქვა - უწმინდესო და უნეტარესო, ქრისტე აღსდგა! კაციშვილმა არ მიმიშვა სიახლოვეს - არადა პატრიარქი რომ დამინახავდა, მანქანაში თუ იჯდა, გააჩერებინებდა და გულში ჩამიკრავდა" - გაიცანით ქალი ცნობილი ფოტოდან
ფოტოს ავტორი: Te Te
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს. 2026 წლის 22 მარტს, ილია მეორე ათასობით ადამიანმა გააცილა ბოლო გზაზე. სამების ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რიგი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა...
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს შორის განსაკუთრებული ყურადღება ქალბატონის - სულიკო ღვინჯილიას ფოტომ მიიპყრო, რომელიც სამხედროებს შორისაა და პატრიარქს დაჩოქილი ემშვიდობება...AMBEBI.GE ქალბატონ - სულიკო ღვინჯილიას და შვილს - სოფო იზორიას გაესაუბრა...
სოფო იზორია
- დედა - სულიკო ღვინჯილია 86 წლისაა, სენაკში ცხოვრობს, სენაკის მკვიდრია. სპეციალობით აგრონომია, მაგრამ უშტატო კორესპონდენტიც გახლდათ, სტატიებს ხშირად წერდა ადგილობრივ პრესაში. მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში მუშაობდა, სანამ ეროვნული მოძრაობა დაიწყებოდა. შემდეგ პარტიული ბილეთი დახია და ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას მიმდევარი იყო, მათ ბოლომდე უერთგულა, მეგრულადაც დაიტირა... ზვიად გამსახურდია რომ გარდაიცვალა, დედა ჩემთან იყო ჩამოსული პეტერბურგში (პეტერბურგში სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობდი) და პეტერბურგიდან გროზნოში ჩავიდა დასატირებლად... განაგრძეთ კითხვა...