ამაღელვებელი კადრები საქართველო-ისრაელის ამხანაგური მატჩიდან - ქართული სპორტის ქომაგების დამაარსებელს, ბექა ნოზაძეს, რომელიც გერმანიაში მძიმე დაავადებას ებრძვის, ქომაგებმა ტრიბუნაზე ბანერი გადმოუკიდეს
საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან ამხანაგურ მატჩი გამართა. თამაშის დაწყებამდე, ქართული სპორტის ქომაგების დამაარსებელს, ბექა ნოზაძეს, რომელიც გერმანიაში მძიმე დაავადებას ებრძვის, ქომაგებმა ტრიბუნაზე ბანერი გადმოუკიდეს. მატჩის დაწყებამდე ნაკრების ფეხბურთელებმა ბანერთან ერთობლივი სურათი გადაიღეს. ამსახველ ვიდეოს გვერდი GEOTAM ავრცელებს წარწერით - “მთელი ტრიბუნა გელოდება, ნოზა!”