ცნობილია იმ ბიჭის ვინაობა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ავარიას ემსხვერპლა
გორის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის ბიჭი, სპირიდონ ტატიშვილის ემსხვერპლა.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ კვარხითის გადასახვევთან მოხდა.
დამატებითი დეტალები უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.