რა შექმნა 11 წლის აუტისტური სპექტის ბიჭუნამ, როდესაც პატრიარქის გარდაცვალება შეიტყო - " ანდრეაზე ილია მეორის გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა"
ანდრეა ტყებუჩავა 11 წლის აუტისტი ბიჭია ფოთიდან. ხატვა 7 წლის ასაკიდან დაიწყო . მისი პირველი ნამუშევარი ფოთის საკათედრო ტაძარი იყო. მანამდე კი, უკვე 5 წლიდან წერს მუსიკას და ქმნის ანიმაციებს, რაც მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
ხატვისადმი სიყვარულმა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების სურვილმა ანდრეა ფოთის ხელოვნების სკოლაში მიიყვანა. დღეს ის ქმნის სასულიერო პირების პორტრეტებსა და წერს ხატებს. ხატწერით განსაკუთრებით ბოლო ორი წელია დაინტერესებულია. ანდრეაზე პატრიარქის
გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა, რის გამოც მან უწმინდესს თავისი ნამუშევარი მიუძღვნა. ის აღმსარებელია, უყვარს წირვაზე დასწრება, გალობა და დაინტერესებულია საეკლესიო ცხოვრებით.
ავტორი: მაიკო ძაგანია