loader

ელენე ხოშტარიას განაჩენი ცნობილია - რამდენწლიანი პატიმრობა მიესაჯა პოლიტიკოსს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელენე ხოშტარიას განაჩენი ცნობილია - რამდენწლიანი პატიმრობა მიესაჯა პოლიტიკოსს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის?

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.

არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით, რაც შეეხება ნივთმტკიცებებს, "მარკერი განადგურდეს, ბანერი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს".

დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ელენე ხოშტარიას უნდა ესარგებლა, თუმცა, ის განაჩენის გამოცხადებას, ისევე როგორც დანარჩენ პროცესებს, არ დასწრებია.

პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმში, რომელიც მოსამართლემ წაიკითხა, ეწერა, რომ ხოშტარია "ხელისუფლების არც ერთ შტოს არ აღიარებს, მათ შორის, არც სასამართლოს", რის გამოც, ის სხდომაზე არ გამოცხადდა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, შინა პატიმრობას, ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განაგრძეთ კითხვა>>>