loader

“თქვენო უწმინდესობავ, გაგიშლიათ არწივის ფრთები და თქვენს ფრთათა ქვეშე იკრებთ სრულიად საქართველოს, ქართველ ერს, ყველა მართლმადიდებელს“ - მიტროპოლიტი ანანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თქვენო უწმინდესობავ, გაგიშლიათ არწივის ფრთები და თქვენს ფრთათა ქვეშე იკრებთ სრულიად საქართველოს, ქართველ ერს, ყველა მართლმადიდებელს“ - მიტროპოლიტი ანანია

“გა­ნუ­ზო­მე­ლი იყო და არის ჩვე­ნი ერის სიყ­ვა­რუ­ლი ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის მი­მართ. ჩვენს სამ­შობ­ლოს შე­ე­მა­ტა ზე­ცი­უ­რი მე­ო­ხი“, - ამის შე­სა­ხებ ქი­რო­ტო­ნი­ით უპი­რა­ტეს­მა ეპის­კო­პოს­მა, მიტ­რო­პო­ლიტ­მა ანა­ნია ჯა­ფა­რი­ძემ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია მე­ო­რის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ სი­ტყვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფე ანა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის ღვაწ­ლი “სა­მო­ცი­ქუ­ლოა“, რად­გან მან 49 წლის წინ ჩა­ი­ბა­რა “დამცრო­ბი­ლი ეკ­ლე­სია“,ხოლო ახლა კი ვხე­დავთ, მისი მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გად გაძ­ლი­ე­რე­ბულს.

"დღეს მწუ­ხა­რეა ჩვე­ნი სული. რო­გორც ეს ვი­ხი­ლეთ ამ დღე­ებ­ში, ჩვე­ნი ერი გლო­ვობს ერის ჭეშ­მა­რი­ტი მა­მის, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. ამ მძი­მე დღე­ებ­ში ჩვე­ნი მა­ცხო­ვა­რი იესო ქრის­ტე გვამ­ხნე­ვებს და მო­ცი­ქუ­ლიც ამ­ბობს: “რაკი სარ­წმუ­ნო­ე­ბით გა­მარ­თლე­ბუ­ლი ვართ, მშვი­დო­ბა გვაქვს ღვთის მი­მართ, ჩვე­ნი უფ­ლის,იესო ქრის­ტეს მიერ“. იქვე ნაბ­რძა­ნე­ბია: “გა­სა­ჭი­რი შე­იქმს მოთ­მი­ნე­ბას, მოთ­მი­ნე­ბა სიმ­ტკი­ცეს, სიმ­ტკი­ცე სა­სო­ე­ბას, სა­სო­ე­ბა კი ღვთის სიყ­ვა­რულს გვი­ნერ­გავ“ს, რად­გა­ნაც ვი­ცით, რომ ჩვენს სამ­შობ­ლოს შე­ე­მა­ტა ზე­ცი­უ­რი მე­ო­ხი. გა­ნუ­ზო­მე­ლი იყო და არის ჩვე­ნი ერის სიყ­ვა­რუ­ლი ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის მი­მართ. უფა­ლი თა­ვის რჩე­უ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში აძ­ლევ­და ხან­გრძლივ სი­ცო­ცხლეს. ჩვენ იმე­დი გვქონ­და, რომ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი პატ­რი­არ­ქი მი­აღ­წევ­და გრი­გოლ ხანძთე­ლის ასაკს, 105 წელს, მაგ­რამ ადრე დაგვტო­ვა, რად­გა­ნაც მან აღას­რუ­ლა თა­ვი­სი ვალი. ის იყო კლდე, უმ­ტკი­ცე­სი საყ­რდე­ნი, რო­მელ­ზეც მან ააგო თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია, გა­ნუმ­ტკი­ცა სა­ზღვრე­ბი, მო­უ­პო­ვა ავ­ტო­კე­ფა­ლია, აღად­გი­ნა ძვე­ლი, ათას­წლო­ვა­ნი სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რე­ბი, შექ­მნა მრა­ვა­ლი ახა­ლი ეპარ­ქია, ახალ ქარ­თულ­ზე ათარ­გმნი­ნა წმინ­და ბიბ­ლია, და­ა­ფუძნა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და სხვა.

თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მისი მო­წა­ფე და შემ­დეგ მღვდელმთა­ვა­რი. ის იყო ძალ­ზედ მი­ზან­და­სა­ხუ­ლი. წი­ნას­წარ­და­სა­ხულ გეგ­მებ­ზე აგე­ბუ­ლი ქმე­დე­ბით აღ­წევ­და მრა­ვალ წარ­მა­ტე­ბას. თა­ვი­სი უმ­თავ­რე­სი მიზ­ნის შე­სა­ხებ მან სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში გა­ნა­ცხა­და 1977 წელს პატ­რი­არ­ქად კურ­თხე­ვი­სას: მე მსურს, გა­მო­ვავ­ლი­ნო ქარ­თვე­ლი ერის ში­ნა­გა­ნი ენერ­გია, ბრძა­ნებ­და ის. მას სჯე­რო­და,რომ სამ­წყსოს, ერს, რო­მელ­მაც 1700 წლის წინ მი­ი­ღო ქრის­ტეს ნა­თე­ლი, უდი­დე­სი ში­ნა­გა­ნი ძალა და ენერ­გია ჰქონ­და, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად და­ფა­რუ­ლი იყო ათე­იზ­მის მძი­მე ფარ­დით. მარ­თლაც, მისი გა­ნუ­ზო­მე­ლი შრო­მით, ხალ­ხში კვლავ აღორ­ძინ­და ქრის­ტი­ა­ნო­ბა. ამ მხრივ, მი­სის ღვაწ­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლოა. 49 წლის წინ მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ ჩა­ი­ბა­რა დამცრო­ბი­ლი ეკ­ლე­სია და ახლა ვხე­დავთ, მისი მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გად გაძ­ლი­ე­რე­ბულს. რო­გორც ფსალ­მუ­ნებ­შია ნათ­ქვა­მი: ვი­თარ­ცა ორ­ბი­სა, გა­ნახ­ლდა სი­ჭა­ბუ­კე მისი.

ჩვენ ამ დღე­ებ­ში კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხეთ, თქვენ, თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, გა­გიშ­ლი­ათ არ­წი­ვის ფრთე­ბი და თქვენს ფრთა­თა ქვე­შე იკ­რებთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თველ ერს, ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელს, გა­ნურ­ჩევ­ლად მისი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­სა, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, დიდ­სა თუ მცი­რეს, ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლებს, რი­გით მუ­შა­კებს, რო­მელ­თა ლოც­ვაც ახ­ლოს არის უფალ ღმერ­თთან. თქვენ იკ­რებთ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს, სამ­შობ­ლოს მცველ ჯა­რის­კა­ცებს, ახალ თა­ო­ბას, იმედ­სა და მო­მა­ვალს ერი­სა. თქვენ ჭეშ­მა­რი­ტად ბრძან­დე­ბით მამა სამ­შობ­ლო­სა. რამ­დე­ნი ახა­ლი ეკ­ლე­სია, მო­ნას­ტე­რი და სა­ე­პის­კო­პო­სი შე­მა­ტეთ უფ­ლის სამ­წყსოს, რამ­დე­ნი წი­ნა­პარ­თა წა­მო­წყე­ბუ­ლი, მაგ­რამ მი­ვი­წყე­ბუ­ლი საქ­მე გა­ნა­ახ­ლეთ, რამ­დე­ნი სი­კე­თის მი­ზე­ზად იქცა თქვე­ნი სი­ტყვა და ზრახ­ვა.

ჩვენ ვგლო­ვობთ და ვწუხ­ვართ, რომ ამ­ჟა­მად ვდგა­ვართ სი­ო­ნის ტა­ძარ­ში,იმ ად­გილ­ზე,სა­დაც გა­ნის­ვე­ნე­ბენ ჩვე­ნი უდი­დე­სი პატ­რი­არ­ქე­ბი, თავ­და­დე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი. რო­გორც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ამ­ბობ­და მსგავ­სი უდი­დე­სი მოღ­ვა­წე­ე­ბის მი­მართ: გა­ნის­ვე­ნეთ მშვი­დად მათ გვერ­დით, თქვენ აღას­რუ­ლეთ თქვე­ნი ვალი. სა­უ­კუ­ნო იყავ ხსე­ნე­ბა თქვე­ნი ღირ­სო ნე­ტა­რე­ბი­საო, უწ­მინ­დე­სო პატ­რი­არ­ქო ჩვე­ნო, ამინ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ანა­ნი­ამ.