"კიბეებზე შევყოვნდი და უკან ამოვბრუნდი, კუთხეში დავდექი და გავქვავდი, არ ვიცოდი რა მექნა და ვერ ვგრძნობდი რას ვაკეთებდი …" - რას იხსენებს ეკა ბესელია პატრიარქის გარდაცვალების დღიდან?
პოლიტიკოსი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში პატრიარქის გარდაცვალების დღეს იხსენებს.
"საავადმყოფოში ყოფნის ბოლო საათები ….
ყველა უახლოესი ადამიანი ყოველ წამს ელოდება ახალ და სანუგეშო ამბავს …
ჩემი მამა კონსტანტინე და მამა დავითი დარდიანები დგანან….
თითქოს გაჩდა იმედი, თქვეს რომ სისხლდენა შეჩერდა და ელოდებიან ახალ მონაცემებს …
გავედი გარეთ და ნანუკა ქაჯაია მხვდება , მთხოვს ჩავერთო პირდაპირ ეთერში … ინგას გადაცემაა … მთელი საქართველო ელოდება ახლა კარგ ამბავს და ….
რაღაც გაურკვეველი ჩოჩქოლია … არავინ არაფერს ამბობს და ყველა ერთმანეთს უყურებს ….
მამა კონსტანტინე გარეთაა… მამა ეფრემიც….
ისევ შევედი შიგნით და გაუცნობიერებლად მივდივარ იმ მხარეს , სადაც ჩვენი სულიერი მამა იმყოფება … ჩავდივარ იმ კიბეებზე … არავინ ჩანს … თითქოს დაცარიელდა სამყარო…. ისევ ჩავდივარ ქვემოთ …. სრული სიცარიელეა….
"ყველანი როგორც ჩანს მის პალატასთან იყო …
კიბეებზე
შევყოვნდი და …. უკან ამოვბრუნდი …
კუთხეში დავდექი და …
გავქვავდი ….
არ ვიცოდი რა მექნა და ვერ ვგრძნობდი რას ვაკეთებდი …
ყველა ვისაც ვხედავდი საავადმყოფოში უსიტყვოდ და უხმოდ მხოლოდ შიშის თვალებით იმზირებოდა …
ეს იყო წამი , როდესაც ვერავინ ამბობდა , რომ ჩვენი სულიერი მამა გარდაიცვალა …
ვხედავდი მხოლოდ სილუეტებს …." - წერს ეკა ბესელია.
ცრემლიც გაქვავდა …
მეგონა სამყარო გაჩერდა …." - წერს ეკა ბესელია.