“4 წლის ბავშვს კარადა დაეცა და დაიღუპა” - ტრაგედია გურიაში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში უბედური შემთხვევა მოხდა, რომელსაც 4 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
არსებული ცნობით, მცირეწლოვანს კარადა დაეცა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა"გურია ნიუსი" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით.