"მართლა სასწაული იყო, 7 პაციენტი ვიყავით, ჩემზე გაცილებით მძიმედ იყო ერთი ადამიანი, რომლის დედაც არ აწერდა ხელს, რომ მისი შვილი აპარატიდან გაეთიშათ… დღეს ის ადამიანი ცოცხალია" - რა ისტორია გაიხსენა "შვიდკაცას" წევრმა?
"მართლა სასწაული იყო ის, რომ 7 პაციენტი ვიყავით. ჩემზე გაცილებით მძიმედ იყო ერთი ადამიანი, რომლის დედაც არ აწერდა ხელს, რომ მისი შვილი აპარატიდან გაეთიშათ… პატრიარქი რომ შემოდიოდა, ამ ბიჭის დედა ეხვეწებოდა დედაჩემს, იქნებ, პატრიარქს უთხრა, დალოცოს ჩემი შვილიცო… დღეს ის ადამიანი ცოცხალია და ყველანი, შვიდივე ვინც იქ ვიყავით, ყველა გადავრჩით" - ამის შესახებ ანსამბლ "შვიდკაცას" წევრი დავით შიშნიაშვილმა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ისაუბრა.