"ვაპირებ, სინოდის სხდომაზე დავაყენო პატრიარქის წმინდანად შერაცხვის საკითხი" - მეუფე ნიკოლოზი
მომხრე ვარ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე დადგეს პატრიარქის წმინდანად შერაცხვის საკითხი. ვაპირებ სინოდის სხდომაზე ამ საკითხის დაყენებას - თანამოაზრეები, რა თქმა უნდა, მყავს, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანს წმინდანად გარდაცვალებისთანავე შერაცხავენ.