როგორ გამოიყურება ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, სადაც ილია მეორემ მღვდელმსახურება დაიწყო
ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ამ ტაძარში დაიწყო მღვდელმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. 1960 წლიდან აყვანილ იქნა იღუმენის, 1961 წლიდან კი არქიმანდრიტის პატივში და მსახურობდა 1963 წლამდე. ჯვრის ტიპის გუმბათიანი ეკლესია აგებულია 1865-1871 წლებში ადგილობრივი ბერძნების მიერ, როდესაც ბათუმი ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. იმ დროისთვის ის იყო ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია ბათუმში.